kvemokartli.ge შექმნილია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) მიერ ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით. საიტი შექმნილია პროექტის „მულტიეთნიკური დიალოგი“ ფარგლებში. პროექტის მიზანია „შემწყნარებლობისა და ინტერგაციის ეროვნული კონცეფციისა“ და სამოქმედო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში.
CiDA ავითარებს ეროვნული უმცირესობებით დასახლებული ქვემო ქართლის რეგიონისთვის დამოუკიდებელი საინფორმაციო სივრცის ორგანიზების ეფექტურ სტრატეგიებს. სტრატეგიის არსი მდგომარეობს, როგორც ახალი დამოუკიდებელი მედია-საშუალებების განვითარებაში, ასევე არსებული მედია საშუალებების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.
2005 წლიდან ორგანიზაციამ არაერთი პროექტი განახორციელა, რომელთა ფარგლებში გამოდიოდა რუსთავის დამოუკიდებელი გაზეთი „ინფორმატორი“, რეგიონის დამოუკიდებელი ქართულ–აზერბაიჯანული გაზეთი „ტაიმერი“, ორგანიზაციის ბაზაზე დაფუძნდა მედია–ცენტრი, როგორც ადგილობრივი ჟურნალისტების ტექნიკური შესაძლებლობების მიმცემი რესურს–ცენტრი, მუდმივად იმართებოდა ადგილობრივი გადაწყვეტილებათა მიმღებების პრეს–კონფერენციები, რეგიონის ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიონალურ ჟურნალისტიკაში, დაფუძნდა საარჩევნო მედია–ცენტრი და ფუნქციონირება დაიწყო რეგიონულმა საინფორმაციო სააგენტომ „რეგინფო“. kvemokartli.ge სიდას უახლესი მედია-პროექტია.
2009 წლის ბოლოს როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო სტრატეგიების უფრო ეფექტურად განვითარებისთვის CiDA–მ დააფუძნა „ქვემო ქართლის მედია ჯგუფი“, როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი ერთეული. ეტაპობრივად CiDA–ს მედია–კომპონენტები სწორედ ამ ახალი ორგანიზაციის ბაზაზე გადაეცემა. ორგანიზაციის ელექტრონული მისამართია: www.kvemokartlimedia.ge
„ქვემო ქართლის მედია ჯგუფი“ ახორციელებს kvemokartli.ge ადმინისტრირებას.