28 იანვარი, 2012
 

 
გამოწერა
 

 
ამინდი
 
 
სიახლეები


24 მაი. '10 | შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან CIDA-ში
საზოგადოება / რუსთავი

    შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან CIDA-ში

    დღეს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოში (CIDA)” ეთნიკური უმცირესობებთან შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრა პროექტ შემწყნარებლობის და ინტეგრაციის სახელმწიფო კონცეფციის დანერგვის ხელშეწყობის ფარგლებში ჩატარდა.

    ქვემო ქართლში წარმოდგენილი უმცირესობები კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

    კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

    პრეზენტაციაში წარმოდგენილ იქნა 2004 -2009 წლებში განხორციელებული პროექტები.

    დამსწრე საზოგადოებას გაეცნო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების შესახებ, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს და თეატრებს მოხმარდა.

    შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი რეგიონში არსებულ პრობლემებზე გაკეთდა, როგორც აზერბაიჯანული დიასპორას წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია სად მიდის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, რადგან წარმოდგენილი ბიუჯეტი არ ასახავს რეგიონში არსებულ მდგომარეობას.

    ,,რეინტეგრაციის სამინისტროსთან ერთად ჩატარდა სამი შეხვედრა, ახლა კი დავიწყეთ თემატური შეხვედრები, სადაც უშუალოდ შეეძლებათ ჯგუფებს, პირდაპირი კონტაქტი იქონიონ სახელმწიფო სექტორის წამომადგენლებთან, პირადად მოისმინონ რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება სამომავლოდ. დღეს მოხდა ეროვნულ უმცირესობების შეხვედრა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან, რამოდენიმე დღეში მათ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან”, - აცხადებს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)” დირექტორი ზვიად დევდარიანი.

« სხვა სიახლენი
 
 
ფოტორეგიონი

24 ივნ. '11

"არტ გენი" რუსთავში
 

 
ინტერვიუ

ირაკლი კობიძე: ,,იურიდიული დახმარების სამსახური ამართლებს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, ისე საზოგადოების ნდობას“
2012-01-16 17:37:39
2011 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული კონსულტაციების რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 28%–ით მეტია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო მოქალაქეებისთვის.
44
0
 

 
სიახლენი

 

 
სასარგებლო ინფორმაცია


შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია 



შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2010 წლის სამოქმედო გეგმა



საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შესახებ ელექტრონული ბაზა