სიახლენი

 


 
ჩვენს შესახებ

პროექტი „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი (EU) და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). სამცხე–ჯავახეთის რეგიონში პროექტის პარტნიორია დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM).

„მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის“ პროექტის მიზანია ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში არსებული და პოტენციური კონფლიქტების მშვიდობანი ტრანსფორმირების ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად CiDA მუშაობს ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის მშენებლობას და გააძლიერებს კონტაქტებს ადამიანებს შორის, პროექტის ფარგლებში მოგროვებული და გაანალიზებული  ინფორმაციის საფუძველზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საბაზისო ინფორმაციით უზრუნველყოფს CiDA–ს. ამასთან, ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების შესახებ ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში და გაეცნოს CiDA–ს მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, რომელიც ეყრდნობა კვლევის ძირითად დასკვნებს. კვლევა ჩაატარა გამოყენებითი კვლევების კომპანიამ (ARC).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში, CiDA–სა და UDM–ის ბაზაზე ჩამოყალიბდება მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის ცენტრები, რომლებიც თავის მხრივ შექმნიან მულტიეთნიკური მონიტორინგის ქსელებს. აღნიშნულ ქსელებში გაერთიანდებიან სამოქალაქო ორგანიზაციები და ჟურნალისტები, რომლებიც გაივლიან შესაბამის გადამზადებას.  ქსელები შეაგროვებენ ინფორმაციას შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. შეგროვილი და გაანალიზებული ინფორმაცია წარედგინება პროექტის ფარგლებშივე შექმნილ საკოორდინაციო, სამოქალაქო ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფებს. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში ჩართული იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამხარეო ადმინისტრაცია და სამოქალაქო სექტორი. სამუშაო ჯგუფები მოახდენენ გამოვლენილი პრობლემების გადახარისხებას, შეიმუშავებენ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს და ჩაერთვებიან მათ გახორციელებაში. 

პროექტის ბოლოს გათვალსიწინებულია სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში ინიციატივების წახალისების მიზნით დონორთა კონფერენციის მომზადება.

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) არის აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა რუსთავში. ორგანიზაცია მხარს უჭერს ინტეგრაციასა და ტოლერანტობის გავრცელებას ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა–მთიანეთში, კახეთსა და სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა პროექტების საშუალებით. ეს პროექტები ძირითადად მიმართული არიან:

1. ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და სამოქალაქო მონაწილეობის წახალისებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

2. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერითა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდით;

3. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ახალი და მიმდინარე მედია პროექტების განვითარების გზით;

4. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის წახალისება ეროვნული უმცირესობებისა და დევნილთა შესაძლებლობების ზრით.

 

 

 

 

 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
ფოტოგალერეა

14 Jun. '11

მულტიეთნიკური ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ"
 

 
ბმულები


შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია 



სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში 

 



საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შესახებ ელექტრონული ბაზა